weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

კლინიკა „გული“ თანამშრომლების ინფიცირების გამო დაიხურა

13:57 ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2020

თბილისში მდებარე კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ კორონავირუსით 70-მდე თანამშრომლის ინფიცირების გამო 10 დეკემბრამდე დაიხურა. ინფიცირებულია კლინიკის დირექტორი, პოლიტიკოს ნიკა მელიას მამა, ანზორ მელიაც.

„თითქმის ყველა თანამშრომელი კოვიდ ვირუსით არის დაავადებული. 40-მდე ექიმია და 30-მდე სამედიცინო პერსონალი. მუშაობს კარდიოქირურგიული დეპარტამენტი და სანამ შეუძლიათ, ოპერაციას გააკეთებენ. ისინი ჯანმრთელები არიან“, – განაცხადა ანზორ მელიამ.

მისივე თქმით, კლინიკაში ინფექციის გავრცელების წყარო პაციენტები გახდნენ.

„სასწრაფოთი მასობრივად შემოდიოდნენ ავადმყოფები, რომელთაც კოვიდ ინფექცია ჰქონდათ. გულით ავადმყოფებს, რომელთაც მართვა და სტაციონარული მკურნალობა სჭირდებოდათ, ჰქონდათ კოვიდი. ზოგიერთები მალავდნენ, რომ სიცხე ჰქონდათ და იღებდნენ სიცხის დამწევ საშუალებებს. მწვავე ინფარქტიანები რომ მივიღეთ, ორს ჰქონდა კოვიდინფექცია, მათ ვერ გადავიყვანდით სპეციალიზირებულ დაწესებულებაში, რადგან ადგილები არ იყო“, – ამბობს მელია ტელეკომპანია „ფორმულასთან“.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსი ჯამში 118 690 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან უკვე გამოჯანმრთელდა 98 781, ხოლო გარდაიცვალა – 1124. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირებულია ინფიცირების 3801, გამოჯანმრთელების 3200 და გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 18 759 აქტიური შემთხვევაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]