weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საჯარო მოხელეების 80% დისტანციურ მუშაობაზე გადავა – გახარია

15:12 ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2020

„ჩვენ გავცემთ მკაცრ რეკომენდაციას, ყველა კომპანიამ, მაქსიმალურად გადაიყვანოს თანამშრომლები დისტანციურ შრომაზე. საჯარო მოხელეების 80% ამ პერიოდში გადასული იქნება დისტანციურ მუშაობაზე“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

გარდა ამისა, გახარიას თქმით, ამ პერიოდისთვის და თებერვლის ბოლომდე, მთავრობის და ეპიდემიოლოგების მკაცრი რეკომენდაციაა, 70 წელს ზემოთ ადამიანები  მაქსიმალურად დარჩნენ სახლში.

„28 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, ქვეყნის 8 დიდ ქალაქში, ესენია -  თბილისი, თელავი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ფოთი, ზუგდიდი, ასევე ხაზგასმით აღვნიშნავ,  სათხილამურო კურორტებზე - ბაკურიანი, გუდაური, მესტია და გოდერძი, ყველა სახის ბაზრობა და სავაჭრო ობიექტი გადადის დისტანციურ მუშაობაზე, შეჩერდება  მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. ეს არის ის ძირითადი შეზღუდვები, რომელიც წესდება. მსგავსი შეზღუდვები იანვარშიც, რაღაც პერიოდი გვექნება.

ამ პერიოდში მუშაობას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე აგრძელებენ აგრარული ბაზრები, სურსათის მაღაზიები, ზოომაღაზიები, ჰიგიენური საშუალებების  მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები, ყველა სახის სამრეწველო წარმოება, მშენებლობა და ყველა სახის სისტემური ორგანიზაცია, როგორიცაა წყლის, დენის გაზის მომარაგება. ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ საცალო ვაჭრობას. სამედიცინო სექტორი სრულად აგრძელებს მუშაობას და მუშაობას აგრძელებენ სილამაზის სალონებიც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, დღეს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის, 28 ნოემბერდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება ღამის საათებში გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის და შობის ღამე. ასევე იზღუდება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) ეს შეზღუდვა არ ვრცელდება;

 

შეზღუდვების შესახებ დეტალურად წაიკითხეთ:

რა შეზღუდვები წესდება 28 ნოემბრიდან საქართველოში

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]