weather cur horoscope tv
იანვარი 24, 2021

კახეთში დღეს კორონავირუსის 169 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 144 ადამიანი გამოჯანმრთელდა

23:18 ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2020 hits 198

26 ნოემბრის 21:00 საათის მდგომარეობით კახეთში კორონავირუსის 1757 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 160 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს, 32 მოთავსებულია, კოვიდ-კლინკაში, ხოლო 1565 ბინაზეა დატოვებული. თვითიზოლაციაში 2467 ადამიანი იმყოფება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, დღეს კორონავირუსით ინფიცირების 169 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ყველაზე მეტი – 47 შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა, სხვა რაიონებში კი ასეთი მონაცემებია: თელავი – 37, ახმეტა – 21, გურჯაანი – 21, დედოფლისწყარო – 21, საგარეჯო – 16, სიღნაღი – 2, ყვარელი – 4. დღის განმავლობაში 144 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამ დრომდე კახეთში ვირუსი სულ 3148 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 1368 გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა. 

3148 შემთხვევა რაიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თელავი – 903, გურჯაანი – 618, ლაგოდეხი – 386, საგარეჯო – 303, დედოფლისწყარო – 280, ყვარელი – 259, ახმეტა – 203, სიღნაღი – 196.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსი ჯამში 118 690 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან უკვე გამოჯანმრთელდა 98 781, ხოლო გარდაიცვალა – 1124. 26 ნოემბრის დილის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 3801, გამოჯანმრთელების 3200 და გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]