weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საშობაო მარხვასთან დაკავშირებით ილია მეორემ მრევლს მიმართა

23:29 პარასკევი, 27 ნოემბერი 2020

28 ნოემბერს საშობაო მარხვა იწყება, რომელიც 7 იანვრამდე გაგრძელდება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მრევლისადმი მიმართვა გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ 25 დეკემბრის ჩათვლით დაშვებული იქნება თევზის მიღება - ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა.

ამასთან, პატრიარქმა მღვდლები აკურთხა, რომ მრევლს მარხვის დროს რძის პროდუქტის მიღების გამო ზიარება არ აუკრძალონ. 

„ეპიდემიის მიზეზით შექმნილი ვითარების გამო, სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, იკონომიის წესით, საჭიროებისამებრ, მისცენ ნება მორწმუნეთ რძის ნაწარმის გამოყენებისა და არ შეუქმნან მათ დაბრკოლება წმინდა ზიარების მისაღებად.

ასევე ვთხოვთ მრევლს, გააძლიერონ ლოცვა და, ყოველდღიური ლოცვების გარდა, დამატებით წაიკითხონ მე-3, 26-ე, 102-ე და 145-ე ფსალმუნები.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ! მარხვა სინანულისა და შობა სიხარულისა გაგვითენოს უფალმა, ამინ!“ – ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]