weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

გაზსადენის დაზიანების გამო აჭარასა და გურიას გაზის მიწოდება შეუწყდა

11:01 შაბათი, 28 ნოემბერი 2020

აჭარისა და გურიის რეგიონებს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდათ. როგორც საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია აცხადებს ამის მიზეზი დღეს, 28 ნოემბერს, „ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ განშტოებაზე მომხდარი დაზიანებაა.

„დაზიანების აღსადგენად ადგილზე მობილიზებული არიან ტექნიკური ჯგუფები და მიმდინარეობს გადაუდებელი სამუშაოები“, – აცხადებენ კომპანიაში.

ამ დროისთვის უცნობია, რამდენი აბონენტია დარჩენილი ბუნებრივი გაზის გარეშე.

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ 2000 კილომეტრამდე მაგისტრალურ გაზსადენს უწევს ოპერირებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]