weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ქუთაისში კორონავირუსით ეპიდემიოლოგი გარდაიცვალა

15:18 შაბათი, 28 ნოემბერი 2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ეპიდემიოლოგი ლია შეყილაძე გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, 62 წლის ლია შეყილაძე კოვიდ 19-ით დაინფიცირდა და თანმხლები დაავადებების ფონზე ინფექციით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.

„კოვიდ 19-ის პანდემიის პერიოდში იგი აქტიურად იყო ჩართული ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში და დაავადების პირველ დღეებშიც აგრძელებდა მისი მოვალეობის შესრულებას. იგი იყო პატრიოტი თავისი ქვეყნის. უსაზღვროა მისი არ ყოფნით გამოწვეული სევდა. ჯერ ხომ კიდევ რამდენის გაკეთება შეეძლო“, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებაში.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის შედეგად 34 პაციენტი გარდაიცვალა, ინფექცია დაუდასტურდა კიდევ 4472 ადამიანს, ხოლო 4058 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. 

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 127 942 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 106 328, ხოლო 1195 გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 20 393 აქტიური შემთხვევაა. საავადმყოფოში 6286 ადამიანი მკურნალობს, საიდანაც 942-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]