weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ბათუმში ფიტნესკლუბი 10 000 ლარით დააჯარიმეს, თუმცა მუშაობის გაჩერებას არ აპირებს

22:57 შაბათი, 28 ნოემბერი 2020

ბათუმში მდებარე ერთ-ერთ ფიტნესკლუბს  Reformerfitness-ს შრომის ინსპექციამ ჯარიმა გამოუწერა იმის გამო, რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მიუხედვად, დღეს მუშაობას გააგრძელა. 

როგორც დაწესებულების მენეჯერმა გიორგი ფუტკარაძემ განაცხადა, 10 000 ლარის გადახდას არ აპირებს და არც ფიტნესკლუბს დახურავს.

„იმის ნაცვლად, რომ ცხოვრება გაგვიმარტივონ და მოგვცენ თავისუფლება, ადამიანებმა ამოვისუნთქოთ, შევძლოთ ოჯახიების რჩენა, ბიზნესების გადარჩენა, პირიქით, გვიწესებენ შეზღუდვებს, რომელიც ვირუსთან ბრძოლაში არაფერ შუაშია, ისევე როგორც ქუჩების რეცხვა და სხვა მსგავსი სისულელეები, რაც აქამდე ვნახეთ.

ჩვენთან სავარჯიშოდ დადიან ზრდასრული ადამიანები. ყველას გააზრებული აქვს რისკი, რასაც ვირუსის გავრცელება ჰქვია. ადამიანს აუკრძალო ვარჯიში – სახლში დაჯექი და ვირუსს ასე დავამარცხებთ – სისულელეა.

პირიქით, ადამიანმა უნდა იმოძრაოს, ივარჯიშოს, ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს, იმისთვის რომ გაიძლიეროს იმუნიტეტი და ვირუსი დაამარცხოს“, – განაცხადა ფუტკარაძემ ტელეკომპანია „პირველთან“.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყანაში რიგი შეზღუდვები ამოქმედდა, მათ შორის, 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაჩერდა ფიტნესდარბაზებისა და საცურაო აუზების ფუნქციონირება მთელი ქვეყნის მასშტაბით. დაწესებული აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირები და ინდივიდუალური მეწარმეები 2 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო იურიდიული პირები – 10 ათასით. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]