weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

შესაძლებელია ცოტა კიდევ იყოს ზრდა, მაგრამ 3-4 ათასის ფარგლებში უნდა ვიყოთ – გამყრელიძე

13:25 ორშაბათი, 30 ნოემბერი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკია და რამდენ ხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის დაწესებული რეგულაციების დაცვაზე.

„ჩვენ პიკს ველოდებოდით და ამაზე ვსაუბრობდით სანამ მკაცრი შეზღუდვების ეტაპი დაიწყებოდა. შესული ვართ პიკში. ყოველდღიურად 3-დან 4 ათასამდე შემთხვევა გვაქვს. დღეს რომ 3216 შემთხვევაა, ეს ნიშნავს, რომ შაბათ-კვირას ნაკლები გამოკვლევები ჩატარდა. ეს ასეა ხოლმე. განსაკუთრებით კვირას. ჩვენ ვმერყეობთ 3-4 ათასს შორის, ანუ  პიკში ვართ ახლა. ეს პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, თუ როგორ დავიცავთ რეგულაციებს, რაც დაწესებულია. შესაძლებელია, ცოტა კიდევ იყოს ზრდა, მაგრამ ამ ფარგლებში უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3126 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გუშინ 4426 ახალი შემთხვევა იყო, ხოლო გუშინწინ – 4780.

დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 20 305 აქტიური შემთხვევაა. აქედან 6383 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის 466 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]