weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ქუთაისის მერია „მზეჭაბუკის“ ძეგლის მოსაწყობად დაახლოებით 100 000 ლარს დახარჯავს

12:45 სამშაბათი, 01 დეკემბერი 2020
მემორიალისა და ძეგლის ფოტო არქივიდან მემორიალისა და ძეგლის ფოტო არქივიდან

ქუთაისის მერიამ ქალაქ ქუთაისში, 9 აპრილის ქუჩაზე „მზეჭაბუკის“ ძეგლის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 98 699 ლარია. მერია სატენდერო წინადადებების მიღებას 6 დეკემბრიდან დაიწყებს და 9 დეკემბერს დაასრულებს.

სატენდერო განცხადების მიხედვით, ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ ტენდერში მონაწილეს ჰყავდეს მხატვარ-მოქანდაკის კვალიფიკაციის მქონე მინიმუმ ერთი სპეციალისტი, ბრინჯაოს ქანდაკებებზე მუშაობის სულ მცირე 10-წლიანი გამოცდილებით. ტენდერში გამარჯვებულმა ძეგლის მოწყობის სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 60 დღეში უნდა დასრულოს. სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან, სამი წელია.

მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის მიერ შესრულებული „მზეჭაბუკი“ „დიდების მემორიალის“ ნაწილი იყო. 46 მეტრი სიმაღლის „დიდების მემორიალი“ ქუთაისში 1982 წლიდან იდგა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნებოდა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მემორიალი 2009 წლის დეკემბერში ააფეთქეს, რასაც დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. აფეთქების დროს ისინი მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ნამსხვრევები მოხვდათ. „დიდების მემორიალის“ ადგილზე საქართველოს პარლამენტის შენობა აშენდა.

„მზეჭაბუკის“ ძეგლი მემორიალის აფეთქებამდე აიღეს და არსებული ინფორმაციით, ამჟამად ის მერაბ ბერძენიშვილის სახელოსნოში ინახება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]