weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ბაღდათში ყაჩაღობა მოხდა

10:37 ოთხშაბათი, 02 დეკემბერი 2020

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში, გვიან ღამით, გუგუციძეების ოჯახს თავს დაესხნენ. როგორც ჟურნალისტებთან დაზარალებულმა გულნაზი გუგუციძემ განაცხადა, თავდამსხმელები სახლში ფანჯრიდან შეიპარნენ, მას ხელები შეუკრეს, მის მეუღლეს კი თავში რამდენჯერმე ჩაარტყეს კონდახი.

დაზარალებულის თქმით, თავდამსხმელები დოლარს და ოქროს ითხოვდნენ.

„პატარა რაღაცა ნახეს და წაიღეს, მივეცით - უფრო სწორად“, – ამბობს გულნაზი გუგუციძე.

80 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმის განცხადებით, კომპიუტერული კვლევამ აჩვენა, რომ მას ინტრაცერებრული ჰემატომა აქვს და თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება, შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]