weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო წესების დარღვევისთვის 20 ლარით 945 პირი დაჯარიმდა, 2000-ით – 83

12:19 ოთხშაბათი, 02 დეკემბერი 2020

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში პოლიციამ პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო კიდევ 945 ადამიანი დააჯარიმა. ამ სამართალდარღვევისთვის ჯარიმა 20 ლარია.

გარდა ამისა, 2000 ლარით დაჯარიმდა 83 ადამიანი, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის გამო. შსს-ს თანახმად, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის სულ 1028 ფაქტი გამოვლინდა. უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

„საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში.

გუშინ, პირველ დეკემბერს, სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო 905 ადამიანი იყო დაჯარიმებული, ხოლო იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის გამო – 79.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]