weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ 58 000 ლარით დააჯარიმა

17:43 ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2020

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ 58,061.76 ლარით დააჯარიმა. როგორც კომისიაში აცხადებენ, ტელეკომპანია კანონდარღვევის განმეორებით ჩადენისა და წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამების კანონის მოთხოვნების დარღვევით განთავსების გამო დაჯარიმდა.

„საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, წინასაარჩევნო რეკლამებს მაუწყებლები გადასცემენ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან. შესაბამისად, „მთავარ არხს“ პოლიტიკური რეკლამების ეთერში განთავსების უფლება მხოლოდ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან, 16 ნოემბრიდან ჰქონდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომუნიკაციების კომისიამ 3 ნოემბერს მაუწყებლებს გაუგზავნა წერილი და არჩევნების მეორე ტურის დროს პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის მოთხოვნები შეახსენა. შესაბამისად, „მთავარი არხი“ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა, თუმცა, 6 და 7 ნოემბერს, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ და პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოს“ დაკვეთით ფასიანი პოლიტიკური რეკლამები მაინც განათავსა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, „მთავარმა არხმა“ არასათანადო რეკლამები, განთავსების დროის და გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით გაავრცელა“, – აცხადებს კომუნიკაციების კომისია.

უწყების განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ იდენტური დარღვევისთვის „მთავარი არხის“ მიმართ თებერვალში უკვე გამოყენებული ჰქონდათ ფულადი სანქცია, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის გამო ჯარიმა წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობით დააკისრეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]