weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საქართველოში COVID-19-ის 4321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 42 პაციენტი გარდაიცვალა

11:36 კვირა, 06 დეკემბერი 2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4321 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 162 475-მდე გაიზარდა.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ჩატარდა 14 396 ტესტი (აქედან 5 816 ანტიგენი და 8 580 PCR). გამოვლენილი ინფიცირების 4321 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასეთია: თბილისში გამოვლენილია 1615 შემთხვევა, აჭარაში – 491, იმერეთში – 564, ქვემო ქართლში – 395, შიდა ქართლში – 253, გურიაში – 77, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 433, კახეთში – 236, მცხეთა-მთიანეთში – 175, სამცხე-ჯავახეთში – 76, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4301 პირი, რის შედეგადაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 133 511-მდე გაიზარდა. ამასთან, დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა. სულ 26 თებერვლიდან დღემდე, ვირუსის შედეგად 1504 ადამიანი გარდაიცვალა

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 27 434 აქტიური შემთხვევაა. მათ შორის, 6897 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმეა 1066 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 420.

3969 ინფიცირებული მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 16 568 ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 296 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]