weather cur horoscope tv
მარტი 02, 2021

სამღვდელოებაში ინფიცირების მაჩვენებელი საგანგაშო არ არის – ტიკარაძე

14:08 ორშაბათი, 07 დეკემბერი 2020 hits 163

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონვირუსით სასულიერო პირების ინფიცირების მაჩვენებელი საგანგაშო არ არის. როგორც ტიკარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, შრომის უსაფრთხოების სამსახურს ეკლესიის წარმომადგენლებთან დამატებითი შეხვედრები ექნებათ.

„გამომდინარე იქიდან, რომ გაზაფხულზე საკმაოდ კარგად გვქონდა გაწერილი პროტოკოლი, მნიშვნელოვანია, რომ ის კვლავაც იქნეს მათი მხრიდან დაცული, თუმცა ის ინფიცირების მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ დღესდღეობით სამღვდელოებაში გვაქვს ნამდვილად არ წარმოადგენს საგანგაშო მაჩვენებელს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ბოლო კვირების განმავლობაში კორონავირუსს რამდენიმე სასულიერო პირი ემსხვერპლა. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდ-19-ით გარდაიცვალა დეკანოზი დავით ქვლივიძე, ხოლო სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ვირუსით დაინფიცირდა, რის გამოც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 164 976 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 137 499, ხოლო 1540 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]