weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის სიღნაღში 42 წლის კაცი დააკავეს

15:20 ორშაბათი, 07 დეკემბერი 2020

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 10 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით 42 წლის კაცი დააკავეს. სავარაუდო მსხვერპლი დაკავებულის მეზობელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დანაშაული 6 დეკემბერს მოხდა და პოლიციამ ბრალდებული იმავე დღეს დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მეზობლის სახლში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა. მომხდარი ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გამოძიება დაიწყო და პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა. დაკავებული დანაშაულს აღიარებს“, – აცხადებენ საგამოძიებო უწყებაში.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 8-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]