weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

კორონავირუსთან ერთად გრიპის ვირუსიც გამოჩნდა – გამყრელიძე

15:27 სამშაბათი, 08 დეკემბერი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში, კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად, B ტიპის გრიპის ვირუსმა დაიწყო ცირკულაცია.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, გრიპის ვირუსის გააქტიურება მოსალოდნელი იყო.

„გუშინდელ მონიტორინგში გამოჩნდა, რომ B ტიპის გრიპმა დაიწყო ცირკულაცია, ანუ პირველად ამ სეზონზე გამოჩნდა გრიპის ვირუსიც კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად. ჩვენ არ ვიცით, რამდენად აქტიური იქნება წელს გრიპი. თუ ავიღებთ სამხრეთ ნახევარსფეროს გამოცდილებას, ზაფხულის გრიპი ნაკლებად აქტიური იყო. ამაზე ბევრი ვერსია არსებობს, მათ შორის ისიც, რომ ადამიანები მივეჩვიეთ გარკვეულად პრევენციული ღონისძიებების დაცვას, ვთქვათ, პირბადის ტარებას, უფრო მეტი ადამიანი აიცრა გრიპის საწინააღმდეგოდ, მეტი ადამიანი იცავს დისტანციას და სანიტარულ წესებს. შესაძლებელია და ამის ალბათობა არის, რომ გრიპის სეზონი ოდნავ რბილი იყოს, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, გრიპის ვირუსით და კორონავირუსით გამოწვეული რესპირაციული ინფექცია დაახლოებით ერთნაირია და მათი დიფერენცირება გამოცდილ ექიმს შეუძლია, საბოლოო დიაგნოზი კი ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე ისმება.

„რესპირაციული ვირუსების სეზონი უფრო აქტიურ ფაზაში შედის, ამიტომ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ დეკემბერში, იანვარში, თებერვალში აუცილებელია ყველგან პირბადის ტარება. ის დაგიცავთ გრიპისა და კოვიდისგან. გრიპთან მიმართებაში სახელმიწფოს ვაქცინა საკმარისია. ვინც არიან რისკ ჯგუფებში და რისკჯგუფები კიდევ უფრო გაფართოვდა - მასწავლებლებს, 65 წელზე ზემოთ ადამიანებს, ყველას შეუძლიათ მიბრძანდნენ და აიცრან. ასევე ვთხოვ თითოეულ ორსულ ქალბატონს, რომ აიცრან გრიპის საწინააღმდეგოდ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გარდა ამისა, გამყრელიძემ რესპირაციული სიმპტომების მქონე ადამიანებს მოუწოდა, კორონავირუსზე ანტიგენის ტესტი ჩაიტარონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]