weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ბათუმში კოვიდ 19-ით ექიმი გარდაიცვალა

19:26 სამშაბათი, 08 დეკემბერი 2020

კორონავირუსის შედეგად ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ექიმი, 49 წლის ქალი გარდაიცვალა. ის მკურნალობას თავდაპირველად კოვიდ-სასტუმროში გადიოდა, მოგვიანებით კი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა დირექტორმა მიხეილ მჟავანაძემ განაცხადა, რომ პაციენტს თანმდევი დაავადებები არ ჰქონდა.

„გადმოსულია საკარანტინო სივრციდან 10 ნოემბერს. ავადმყოფის მდგომარეობა თანდათან დამძიმდა, მკურნალობის მიუხედავად. საქართველოში არსებული სპეციალისტები ჩაერთვნენ, მათ გაგვიწიეს დახმარება, მაგრამ მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდა, ვერ იქნა მიღწეული სტაბილიზაცია და სამწუხაროდ, დაიღუპა. შემოვიდა ფილტვების დაზიანებით (16-18 ქულა), თანმდევი დაავადებები არ ჰქონია, მაგრამ ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა“, – განაცხადა მიხეილ მჟავანაძემ.

8 დეკემბერის დილის მონაცემებით, 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3893 პაციენტი, ხოლო 36 გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ით 179 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა (ექიმი, ექთანი, უმცროსი პერსონალი).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]