weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი დაიღუპა, 465 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა

11:55 ორშაბათი, 14 დეკემბერი 2020

„ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1839 პირი ემსხვერპლა“, – ამის შესახებ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 27 517 აქტიური შემთხვევაა. 6912 ადამიანი საავადმყოფოებში მკურნალობს, 2886 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 17 719 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საავადმყოფოში მოთავსებული 1087 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 465 ხელოვნური ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსი სულ 191 063 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 161 681 ადამიანი. ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 1337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3498 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]