weather cur horoscope tv
თებერვალი 25, 2021

ჩემი აზრით შეზღუდვები არ უნდა მოიხსნას – ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი

17:59 სამშაბათი, 15 დეკემბერი 2020 hits 252

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისი აზრით, შეზღუდვები არ უნდა მოიხსნას და არსებული რეგულაციები უნდა დარჩეს.

მისი თქმით, ქვეყანაში კოვიდ-ინფექციის კუთხით ვითარება დასტაბილურდა და ეს გარკვეულწილად, შეზღუდვების დამსახურებაა.

„დაავადებულთა რაოდენობა არ შემცირებულა, მაგრამ ნამდვილად იგრძნობა დაძაბულობის ცოტათი მოხსნა. მდგომარეობა სტაბილურია. როგორც იყო, ისტერიის დონეზე, ნამდვილად აღარ არის. ერთ-ერთი ამის შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ეს შეზღუდვები მუშაობს.

ჩემი თხოვნა იყო და ბევრმა კოლეგამ დამიჭირა მხარი, რომ კარგი იქნება, თუ ამ შეზღუდვებს არ მოვხსნით.

გასაგებია, რომ მთელი წელი იყო მძიმე და კარგი იქნება, რომ ეს ბოლო პერიოდიც მოკრძალებულად გადავაგოროთ. ჩემი აზრით შეზღუდვები არ უნდა მოიხსნას და არსებული რეგულაციები უნდა დარჩეს“, – განაცხადა დავით გადელიამ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს Covid-19-ის მართვის პროცესში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან ერთად ეპიდვითარების სტაბილიზაციის თვალსაზრისით, მთავრობის 2-თვიანი შეზღუდვების გეგმის ეფექტიანობაზე, ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ მდგომარეობასა და სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზების კუთხით გადადგმული ნაბიჯების შესახებ იმსჯელა.

შეხვედრას ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიაც, რომელმაც თქვა, რომ პატარა სტაბილიზაცია, რაც ამ დღეების განმავლობაშია, არის ცალსახად შეზღუდვების შედეგი და პირდაპირ დაკავშირებულია მობილობის რეგულირებასთან.

„ჯერ ადრეა სრულ სტაბილიზაციაზე საუბარი, რადგან შეზღუდვები გრძელდება. მომდევნო ერთი კვირა, ათი დღე გარკვეულწილად საბოლოო სურათის დანახვის საშუალებას მოგვცემს და ამის მიხედვით უნდა ჩამოყალიბდეს გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]