weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ შეზღუდვების შემსუბუქებას – თამარ გაბუნია

13:43 ოთხშაბათი, 16 დეკემბერი 2020

ჯანდაცვის მინიტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებს მცირედი სტაბილიზაციის ტენდენცია აღნიშნება, რაც პირდაპირ კავშირშია მობილობის შეზღუდვასთან. გაბუნიას თქმით, დაკვირვების კუთხით ეს კვირა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, კორონავირუსის შემთხვევების სტაბილიზაცია პირდაპირ აისახა საწოლების დატვირთვის მაჩვენებელზეც. დილის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით თავისუფალი იყო 700-მდე საწოლი.

„მესმის რომ ყველასთვის ძალიან საინტერესოა შეზღუდვებთან დაკავშირებული შეზღუდვები მომდევნო ერთი ან ორი კვირის განმავლობაში. ისევ და ისევ შემიძლია ვთქვა ის, რომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ შეზღუდვების შემსუბუქებას, რადგან ის შედეგი, რომელიც ჩვენ დღეს მივიღეთ, ცალსახად არის ამ შეზღუდვების შედეგი.

ჰოსპიტალური სექტორი ბოლო ორი თვის განმავლობაში მუშაობდა მაქსიმალური დატვირთვით და ჩვენ რომ ისევ დავუბრუნდეთ დატვირთვის ამ მაჩვენებელს, იქნება უკიდურესად რთული გადასატანი.

ამდენად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ჩვენი რეკომენდაცია ისევ და ისევ არის ის, რომ დავაკვირდეთ სტაბილიზაციის ნიშნებს და შესაფერისად მივიღოთ გადაწყვეტილება შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ვრჩებით დაკვირვებისა და კონსულტაციების რეჟიმში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსზე 17 943 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 3487 შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 2495 ადამიანი, 39 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]