weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

შობა-ახალი წელი გადავიტანოთ განსხვავებულად, არ გვინდა ხალხმრავალი წვეულებები – გამყრელიძე

18:09 ოთხშაბათი, 16 დეკემბერი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, შობა და ახალი წელი მოკრძალებულად აღნიშნონ და დიდი წვეულებები არ გამართონ. მისი თქმით, დღესასწაულებზე დიდი შეკრებების მოწყობის შემთხვევაში, შესაძლოა, ის კლების ტენდენცია, რაც შეზღუდვების შედეგად ბოლო დღეებში შეინიშნება, ორ-სამ დღეში წყალში ჩაიყაროს.

„მიუხედავად სტაბილიზაციისა და კლების ტენდენციისა ამ შეზღუდვების ფონზე, დამშვიდების არავითარი საფუძველი არ არის. ამიტომ ყველას გთხოვთ, ეს შობა-ახალი წელი გადავიტანოთ განსხვავებულად, არ გვინდა დიდი თავშეყრები, არ გვინდა დიდი დღესასწაულები, არ გვინდა ხალხმრავალი წვეულებები და ა.შ. წელს ბევრად მოკრძალებული ვიყოთ, რადგან საქმე გვაქვს სერიოზულ გამოწვევასთან.

არის სტაბილიზაცია, მაგრამ შეიძლება ეს ყველაფერი ორ-სამ დღეში წყალში ჩავყაროთ, თუ 24-ის შემდეგ შემსუბუქდება შეზღუდვები და იგივე მოხდება, რაც „შავ პარასკევს“ იყო.

 შეიძლება ამან ახალ წელს ისევ მოგვცეს შემდგომი პიკი და კვლავ დამძიმდეს საავადმყოფოებში მდგომარეობა. ამიტომ უმორჩილესი თხოვნაა საზოგადოებისადმი, რომ წლევანდელი შობა-ახალი წელი გავატაროთ ბევრად მოკრძალებულად. დამერწმუნეთ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შემდგომში ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და ნორმალური ცხოვრების დაბრუნებისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

16 დეკემბრის დილის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსზე 17 943 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 3487 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 2495 ადამიანი, 39 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში ინფიცირების 29 158 აქტიური შემთხვევაა. აქედან 1103 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]