weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

არცერთ კითხვაზე პასუხი არ არის გაცემული – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

16:00 ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2020

თეონა თამაზაშვილი ეხმაურება შვილის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის დახურვას და აცხადებს, რომ პროკურატურას არც ერთ კითხვაზე არ გაუცია პასუხი. მისივე თქმით, გამოძიების დასრულება მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო.

„კითხვის ნიშნები, რაც თავიდან იყო, არცერთზე პასუხი არ არის გაცემული. რომელი ათვლის წერტილიდანაც დაიწყეს, იქვე დაბრუნდნენ. 6 თვის მანძილზე, ესე იგი მარტო არჩევნების გამო იწელებოდა ეს საქმე, როგორც ვვარაუდობდი თავიდანვე. დამთავრდა არჩევნები, მოერგნენ სკამებს და ესეც დამთავრდა, მაგრამ ამათ ავიწყდებათ, რომ ადამიანების კანონების გარდა ღმერთის კანონებიც არსებობს, რომ მკვლელობას არავის შეარჩენს და სისხლიანი ხელებით დიდხანს ვერ იქნებიან მთავრობაში“, – განაცხადა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში თეონა თამაზაშვილმა.

მისივე თქმით, ადვოკატთან ერთად გადაწყვეტენ, როგორ იმოქმედებენ მომავალში.

„ჩემი მოთხოვნები იგივე რჩება. ეს არის მუხლის გადაკავლიფიცირება - ჯგუფური მკვლელობა მაღალჩინოსნების მიერ. პროტესტის ყველანაირ ფორმას მივმართავთ და მოვიქცევით ისე, როგორც საჭიროდ ჩავთვლით“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა. პროკურატურის განცხადებით, დადგინდა, რომ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]