weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მცირე ინციდენტებიც კი ინტენსიურად შუქდება, რაც დანაშაულის მატების განცდას ქმნის – გომელაური

12:03 პარასკევი, 18 დეკემბერი 2020

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტთა განცხადებები, რომ საქართველოში კრიმინალმა იმატა, პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. ამასთან შს მინისტრმა თქვა, ხშირად დანაშაულის მატების განცდას მედია ქმნის.

დღეს, შს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, ვახტან გომელაურმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს დანაშაული 10%-ით შემცირდა.

„ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა. მივყვეთ მონაცემებს და ვნახავთ, რომ ეს განცხადებები პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, გასულ წელთან შედარებით, დანაშაული შემცირდა 10%-ით.

რა თქმა უნდა, გვაქვს მატება გარკვეულ დანაშაულებზე, რაზეც ინფორმაციას საზოგადოებას ყოველთვიურად ვაწვდით, მაგალითისთვის: კიბერდანაშაულმა მოიმატა 24%-ით, ოჯახში ძალადობამ – 8.5%-ით, მკვლელობამ – 11-%-ით, რაც 7 ერთეულით მეტია“, – განაცხადა გომელაურმა.

შს მინისტრმა განმარტა, რომ კიბერდანაშაული 21-ე საუკუნის გამოწვევაა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. რაც შეეხება ოჯახში ძალადობის მატების ტენდეციას, გომელაურის თქმით, ეს განპირობებულია მზარდი მიმართვიანობით, რაც „წლების განმავლობაში გამოწვევას წარმოადგენდა“.

„აუცილებელია შევეხოთ იმ პოზიტიურ ტენდენციებს, რაც გვაქვს ისეთი კატეგორიის დანაშაულებზე, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე, კერძოდ: ყაჩაღობა – 42%; გამოძალვა – 34%; ძარცვა – 25%; ქურდობა – 12%; შემცირდა ბინების გაქურდვის ფაქტები – 22%, მკვლელობის მცდელობა – 5%. თქვენ გაეცანით ამ რეალურ ციფრებს, რაც ასახავს ქვეყანაში არსებულ მდგომაროებას დანაშაულთან მიმართებაში. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც მედია საშუალებებით მცირე ინციდენტებიც კი ინტენსიურად შუქდება, რაც ქმნის განცდას, რომ დანაშაულმა იმატა. ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას და სწორედ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია რომ მედია თავისუფალია, ერთი კაბინეტიდან არ კონტროლდება და ნებისმიერი ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]