weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბორჯომის ყოფილ მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს 7 წლით პატიმრობა შეეფარდათ

17:45 პარასკევი, 18 დეკემბერი 2020

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს, ლევან ლიპარტიას და საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, გიორგი გოგიჩაიშვილს 7–7 წლით პატიმრობა შეუფარდა.

ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, დღეს, 18 დეკემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მათ უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდათ. როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ოთარ არბოლიშვილმა განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილება 7 დეკემბერს ჩაბარდათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ლევან ლიპარტია და გიორგი გოგიჩაიშვილი ქრთამის აღების, ხოლო ბიზნესმენი გიორგი ულუმბელაშვილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 28 თებერვალს დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ განაშენიანების რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა 200 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 20 000 ლარი. აღნიშული პირი თანხის გადაცემისთანავე დააკავეს.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ, ამავე მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც ეტაპობრივად 8000 ლარი გამოართვა. გამოძიების თანახმად, დანაშაულის თაობაზე ცნობილი იყო ბორჯომის მერის მეგობრისთვის, გიორგი ულუმბელაშვილისთვის, რომელმაც ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]