weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

კოვიდის 1731 ახალი შემთხვევიდან 774 თბილისშია, 225 – იმერეთში, 142 – აჭარაში

11:46 კვირა, 20 დეკემბერი 2020

24 საათის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით კორონავირუსზე 9812 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირება 1731 ადამიანს დაუდასტურდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, კოვიდ 19-ის 774 ახალი შემთხვევა გამოვლენილია თბილისში, ხოლო რეგიონების მიხედით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 255

აჭარა – 142

ქვემო ქართლი – 140

შიდა ქართლი – 133

სამეგრელო - ზემო სვანეთი – 122

კახეთი – 80

მცხეთა-მთიანეთი – 33

გურია – 25

სამცხე-ჯავახეთი – 23

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

დღეისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 26 077 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6654 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1913 – მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 17 510 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპზე მძიმეა 1104 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის 417 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

საქართველოს მასშტაბით თვითიზოლაციაშია 44 773 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 208 638 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 180 441 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2094 გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელების 4599 და გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]