weather cur horoscope tv
მარტი 02, 2021

ჩატარებული 4811 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 824 შემთხვევა დადასტურდა

11:31 ორშაბათი, 21 დეკემბერი 2020 hits 167

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე 4811 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 2480 კვლევა ანტიგენ და 2331 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა. თბილისში გამოვლენილია 333 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

აჭარა – 84

იმერეთი – 111

ქვემო ქართლი – 67

შიდა ქართლი – 78

გურია – 23

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 41

კახეთი – 35

მცხეთა-მთიანეთი – 35

სამცხე-ჯავახეთი – 17

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე საქართველოში ინფიცირების 22 628 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. 6627 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1824 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 14 177 – ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ დროისთვის მძიმეა საავადმყოფოში მყოფი 1094 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათგან 430 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსი 209 462 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან უკვე გამოჯანმრთელებულია 184 668 პაციენტი, ხოლო ვირუსის შედეგად გარდაიცვალა 2 140 პაციენტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 4227 პირი, 46 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]