weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

საქართველოში კორონავირუსის 3064 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 42 პაციენტი

11:10 სამშაბათი, 22 დეკემბერი 2020

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3740 პაციენტი, ხოლო 42 ინფიცირებული გარდაიცვალა.

დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 007 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 288 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5719 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, თბილისში გამოვლენილია ინფიცირების 1241 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 497

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 264

ქვემო ქართლი – 246

შიდა ქართლი – 244

კახეთი – 196

აჭარა – 191

მცხეთა-მთიანეთი – 63

სამცხე-ჯავახეთი – 53

გურია – 52

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 21 910 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. 6358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2787, აჭარაში – 692, იმერეთში – 1293.

მძიმეა 1104 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 427 პირი.

1671 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 13 881 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 006 ადამიანი.

საქართველოში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელების შემდეგ, ვირუსი სულ 212 526 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 188 408, ხოლო 2182 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]