weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

24 დეკემბერს, შობის წირვაზე დასასწრებად მთავრობა ერთჯერად საშვს გასცემს

16:19 სამშაბათი, 22 დეკემბერი 2020

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა არ გაუქმდება 24 დეკემბერის ღამეს, როდესაც რელიგიური უმცირესობები ეკლესიაში შობის დღესასწაულს აღნიშნავენ. როგორც ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, შესაბამისი კონფესიების წარმომადგენლებმა 144-ზე უნდა დარეკონ და თავისუფლად გადაადგილებისთვის ერთჯერადი საშვი აიღონ.

ამ საკითხზე ჟურნალისტის კითხვას ვიცე-პრემიერმა დღევანდელ ბრიფინგზე უპასუხა:

„რაც შეეხება კათოლიკურ შობას, ჩვენ, კათოლიკური შობის ფარგლებში, 144-ზე დარეკვის საშუალებით... პირველ რიგში, ჩვენ ვთხოვთ კონფესიებსაც, რომ მიაწოდონ თავისივე მრევლის სია ჩვენს სამსახურებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ერთჯერად საშვს იმისთვის, რომ თავის რელიგიურ მსახურებაში მიიღონ მონაწილეობა. ეს იყო შეზღუდვების პირველი ტალღის დროსაც. აქ არაფერი უჩვეულო არ არის. თქვენ გახსოვთ, მაშინ ჩვენ გვქონდა აღდგომა. აღდგომის თარიღი არ ემთხვევა როგორც კათოლიკურ რელიგიაში, ისე გრიგორიანული კალენდის მიხედვით. შესაბამისად, ამჯერადაც იგივე პრაქტიკა იქნება გამოყენებული. არავითარი პრობლემა არ ჰქონიათ არც მაშინ ჩვენს თანამოქალაქეებს და გარწმუნებთ, რომ არც ამ ეტაპზე არ ექნებათ.

ჩვენ ყველანი საქართველოში აღვნიშნავთ მართლამადიდებლურ შობას. ეს გამონაკლისიც არის საქართველოში დაშვებული. ჩვენ, სამწუხაროდ, დასვენების დღე არ გავქვს კათოლიკურ შობაზე. მასიურად მთელი საქართველო არ აღნიშნავს კათოლიკურ შობას და შესაბამისად, ამიტომაც არ გვაქვს დასვენების დღეები და ამიტომ ნუ შევქმნით სპეკულაციას, პრობლემას იქ, სადაც ეს პრობლემა არ არსებობს. არაერთხელ ვთქვით, რომ ჩვენ ჩვენი თანამოქალაქეების ყველა უფლებას ვიცავთ. მათ თავისუფალი აღმსარებლობის უფლება აქვთ. კათოლიკურ შობაზე იქნება თუ გრიგორიანულ შობაზე მათ ექნებათ საშუალება, რომ მივიდნენ მათ ეკლესიაში შეზღუდვების გარეშე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, აკრძალულია პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა. გამონაკლისია ახალი წლის - 31 დეკემბრის ღამე და ასევე, შობის ღამე - 6 იანვრის ღამე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]