weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სოფელ ფშაველში სიძის მკვლელობისთვის 24 წლის კაცი დააკავეს

13:40 ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2020

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში 24 წლის კაცი სიძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ თ.ბ.-მ წარსულში არსებული უთანხმოების გამო, სიძეს - 38 წლის მ.ბ.-ს, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ამოიღეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]