weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ლაგოდეხში სავარაუდოდ ცოლად შერთვის მიზნით გატაცებული არასრულწლოვანი იპოვეს

11:59 ხუთშაბათი, 24 დეკემბერი 2020

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, სავარაუდოდ, ცოლად შერთვის მიზნით სამი დღის წინ გატაცებული 16 წლის გოგონა იპოვეს. ის სავარაუდო გამტაცებელთან, 21 წლის კაცთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, 21 დეკემბერს გოგონა მეზობელ ოჯახში ნიშნობაზე იმყოფებოდა, სახლში დაბრუნების დროს კი რამდენიმე პირმა გაიტაცა. არასრულწლოვნის ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და 2-დან 4 წლამდე პატიმრობით ისჯება. იგივე ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია შინაგან საქმეთა სამინისტროს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]