weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საქართველოში კორონავირუსის 1097 ახალი შემთხვევა დადასტურდა

12:44 კვირა, 27 დეკემბერი 2020

ბოლო 24 საათში, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, საქართველოში კორონავირუსზე 8394 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსი 1097 ადამიანს დაუდასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3208 ინფიცირებული, ხოლო 25 გარდაიცვალა.

1097 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 484 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 185

ქვემო ქართლი – 84

აჭარა – 81

შიდა ქართლი – 63

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 61

კახეთი – 61

მცხეთა-მთიანეთი – 30

გურია – 26

სამცხე-ჯავახეთი – 17

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 15 655 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. საავადმყოფოში იმყოფება 5677 ადამიანი, კლინიკურ-სასტუმროებში - 1393, ხოლო 8585 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

1009 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 441 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 896 ადამიანი.

პანდემიის დაწყების დღიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი 221 605 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 203 547 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 2377 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]