weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

17:33 სამშაბათი, 29 დეკემბერი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს PCR ტესტით კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია „რეგინფოს“ ცენტრში დაუდასტურეს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურში განაცხადეს, ამირან გამყრელიძეს სიმპტომები არ აქვს და თავს კარგად გრძნობს. ის ამ დროისთვის სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება.

ამირან გამყრელიძე გუშინ, 28 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამოვიდა, ხოლო დღეს ჟურნალისტების კითხვებს მისმა მოადგილემ, პაატა იმნაძემ უპასუხა. იმნაძის თქმით, კორონავირუსით სამედიცინო სამსახურში დასაქმებული დაახლოებით 20 00 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის არიან ექიმები, ექთნები, სანიტრები, მძღოლები.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2012 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2638 პაციენტი, ხოლო 25 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]