weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

საქართველოში კორონავირუსის 1738 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11:39 ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2020

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 14 192 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირება 1738 ადამიანს დაუდასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში 1494 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 38 კი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1738 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 743 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 301

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 138

ქვემო ქართლი – 123

აჭარა – 115

კახეთი – 107

შიდა ქართლი – 100

გურია – 46

მცხეთა-მთიანეთი – 32

სამცხე-ჯავახეთი – 25

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 12 941 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. 5480 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1223 მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 6238 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

1001 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 346 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

ამ დროისთვის თვითიზოლაციაშია 32 670 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 225 893 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 210 445 უკვე გამოჯანმრთელებულია. ვირუსს 2481 პაციენტი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]