weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საქართველოში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 44 პაციენტი

11:53 შაბათი, 02 იანვარი 2021

ბოლო 24 საათში საქართველოს მასშტაბით კორონავირუსზე 3288 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 342 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 2981 პაციენტი, ხოლო 44 გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 342 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 183, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი - 42

აჭარა - 20

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 30

კახეთი - 28

ქვემო ქართლი - 17

შიდა ქართლი - 7

მცხეთა-მთიანეთი - 6

გურია - 4

სამცხე-ჯავახეთი - 5

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 8181 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. საავადმყოფოში მოთავსებულია 4320 ადამიანი, 857 ინფიცირებული გადაყვანილია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 3004 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საავადმყოფოში მყოფი 912 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 300 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

დღეისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 876 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 228 752 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 217 973. კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 2572 ინფიცირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]