weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სამეგრელოში 40-ზე მეტ ადგილას ხანძარია

16:39 ორშაბათი, 04 იანვარი 2021

სამეგრელოს რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მინდვრის ხანძრებია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დრომდე 40-ზე მეტი შეტყობინება მიიღეს. ცეცხლი ძირითადად ბალახს და ეკალბარდს უკიდია.

დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია, რაც მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში ხელს უშლის.

„ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე კერაზე არსებობს პლანტაციებსა და ნარგავებზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე. ყველა შემთხვევაზე მომხდარია რეაგირება. პრევენციისა და დახმარების მიზნით გურიიდან, აჭარიდან და იმერეთიდან ხდება დამატებითი ძალების და სახანძრო ტექნიკის მობილიზება“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან თავი შეიკავონ: „მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე, ტყის მასივებზე“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]