weather cur horoscope tv
მარტი 02, 2021

ქვეყნის მასშტაბით ხანძრის 105 კერიდან 100 ჩამქრალია

11:01 სამშაბათი, 05 იანვარი 2021 hits 164

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, 500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან რეჟიმში აქრობს ცეცხლს, რის შედეგადაც 105 აქტიური კერიდან 100-ის სრული ლიკვიდაცია მოხერხდა, ხოლო ხუთ კერაზე სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდნარეობს.

უწყების ცნობით, სამეგრელოში 77 კერიდან ლიკვიდრებულია 74, რაჭაში ორი კერიდან ერთი ლიკვიდირებულია, ერთზე მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები, აჭარაში ერთი კერის ლოკალიზებას ცდილობენ, იმერეთში 18 და გურიაში 7 კერიდან ყველა ჩამქრალია.

„კერების უმრავლესობაზე ცეცხლი ეკიდა ეკალ-ბარდს და მინდორს. ასევე, დაფიქსირდა ტყის ქვედა საფარის ხანძარიც. ამ დროისთვის, აღნიშნული ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა. ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე ლოკაციაზე იყო საფრთხე მინდვრიდან ხანძარი საცხოვრებელ სახლს ან ტყის მასივს გადადებოდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საფრთხის თავიდან არიდება შეძლეს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.

 

ამ თემაზე:

ონში, სოფელ ონჭევთან დაახლოებით 4 ჰექტარზე ხანძარია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]