weather cur horoscope tv
თებერვალი 28, 2021

აჭარაში ყველაზე თვალსაჩინოდ იგრძნობა ინფექციის დაღმასვლა – გაბუნია

12:12 სამშაბათი, 05 იანვარი 2021 hits 165

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას შეფასებით, შეზღუდვების და მობილობის შემცირების ფონზე კორონავირუსის გავრცელების მხრივ პოზიტიური მაჩვენებელი ფიქსირდება. როგორც გაბუნიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, შეზღუდვების დაწესებამდე კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ორჯერ უფრო მაღალი იყო.

„საწოლფონდის რაოდენობა მნიშვნელოვნად განტვირთა ამ პერიოდის განმავლობაში და 2900 საწოლი არის თავისუფალი მთელი ქვეყნის მასშტაბით. გარკვეული საწოლები დაუბრუნდნენ მრავალპროფილური სერვისების მიწოდებას, განსაკუთრებით, აჭარაში. აჭარაში ყველაზე თვალსაჩინოდ იგრძნობა ინფექციის სტაბილიზაცია და დაღმასვლა. იქ განმეორებითი ტალღის აღმოცენების რისკიც არის შედარებით უფრო ნაკლები, ვიდრე ქვეყნის სხვა რეგიონებში“, – განაცხადა გაბუნიამ.

ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსზე 14 511 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 2316 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან აჭარაში 125 შემთხვევაა გამოვლენილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]