weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

დუშეთში ქალის ცხედარი იპოვეს

16:44 სამშაბათი, 05 იანვარი 2021

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაზალეთის თემში, რადიოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, წყლით სავსე თხრილში 60 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს. ის ერთ-ერთ ფერმაში მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, ქალის გაუჩინარების შესახებ მათთან შეტყობინება არ შესულა და მაშველებმა მხოლოდ ცხედრის ამოყვანის სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]