weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ოკუპირებულ გალის რაიონში ხანძრის შედეგად სახლებიც დაწვა

10:48 ოთხშაბათი, 06 იანვარი 2021

ოკუპირებულ აფხაზეთში, მათ შორის, გალის რაიონში მესამე დღეა ხანძრებს ებრძვიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გალის რაიონში დაახლოებით 600 ჰექტარზე იწვის მინდვრები და ტყეები. სოფელ ზემო ბარღებში დაიწვა სამი საცხოვრებელი სახლი, ასევე, ბეღელები და პირუტყვის სადგომები.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ხანძარი გალის რაიონის ცხრა სოფელშია გავრცელებული, რასაც მშრალი ამინდი და ქარი უწყობს ხელს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

„ხანძრის ქრობაში ჩართულია გალისა და ოჩამჩირის, ასევე აგუძერას სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, სოხუმის სამძებრო და სამაშველო ჯგუფის სახანძრო ბრიგადები“, – წერს ადგილობრივი მედია.

ტყე იწვის გუდაუთის რაიონის სოფელ ფსირცხაში. სახანძრო და სამაშველო განყოფილების უფროსის მოადგილის ალხას ქირთბაიას განცხადებით, ცეცხლი სოფელ მწარიდან გავრცელდა. მისი თქმით, ის ჯერ არ ემუქრება დასახლებებს.

„თუ ქარის მიმართულება არ შეიცვლება, ცეცხლი მთის ზედა ნაწილიდან აღარ გავრცელდება. ხანძრის ადგილზე სატყეო მეურნეობის წარმომადგენლები მორიგეობენ. ხანძარი გავრცელდა სოფლის ერთ-ერთი მოსახლის კუთვნილ ნაკვეთზე, მაგრამ მაშველებისა და ადგილობრივი მაცხოვრებლების ძალისხმევით ჩააქრეს“, – განაცხადა „აფსნიპრესთან“ ქირთბაიამ.

მისივე თქმით, ტყის ხანძრების ჩასაქრობად აუცილებელია სპეციალური ვერტმფრენი, რომელიც „აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს არ გააჩნია, ხოლო დახმარების თხოვნით რუსეთისთვის მიმართვა ჯერ ადრეა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]