weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

კორონავირუსით ინფიცირებული პატიმარი კლინიკაში გარდაიცვალა – მინისტრი

13:58 ოთხშაბათი, 06 იანვარი 2021

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, ქსნის დაწესებულებაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი სამოქალაქო კლინიკაში გარდაიცვალა.

მინისტრმა ამ საკითხზე განცხადება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად გააკეთა.

„მასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაჟღერებული იყო სპეციალური პენიტენციური დაწესებულების მიერ პირველ იანვარს გაკეთებულ განცხადებაში. როგორც კი სიმპტომები დადასტურდა, ეს ადამიანი გადაიყვანეს სამოქალაქო კლინიკაში. პატიმარს სამოქალაქო კლინიკაში მეშვიდე დღეს უფრო დაუმძიმდა მდგომარეობა. შემდეგ როგორც არის გათვალისწინებული, მოხდა აქტირება, ის გათავისუფლდა და სამწუხაროდ, სამოქალაქო კლინიკაში მოხდა გარდაცვალება“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

იუსტიციის მინისტრის თქმით, პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს და ყველა მექანიზმი, რაც ემსახურება კოვიდვირუსის პრევენციას, ეფექტურად მოქმედებს.

„ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, პენიტენციურმა სისტემამ დაიწყო პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება, ეს მიმდინარეობს და გრძელდება. ეს ჩვენ დავიწყეთ 31 დეკემბრიდან, გეგმაზომიერად მივყვებით. პირველ რიგში ამას დაექვემდებარა არასრულწლოვანთა პენიტენციური დაწესებულება, სადაც ყველა ტესტი იყო უარყოფითი, შემდეგ გადავედით ქალთა დაწესებულებაზე. 23 შემთხვევაში დადასტურდა კოვიდი, ყველა ესენი იზოლირებული არიან, ასევე მათი კონტაქტები, თანამესაკნეები არიან იზოლირებული. ყველა ასეთ შემთხვევაში ხდება მყისიერი რეაგირება და სისტემა ეფექტურად მუშაობს“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, „აჟიოტაჟის და დეზინფორმაციისთვის“ საფუძველი არ არსებობს.

„ჩვენ პასუხისმგებელი ვართ 9 ათასამდე ადამიანის წინაშე, მათი ოჯახების წინაშე, არავითარი შეშფოთების საფუძველი არ არსებობს“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]