weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბათუმში ქალს მატარებელი დაეჯახა

14:33 სამშაბათი, 15 აგვისტო 2017

ბათუმში, თამარის დასახლებასთან სატვირთო მატარებელი 44 წლის ქალს დაეჯახა. „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, ქალი თავის მძიმე ტრავმით ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

თვითმხილველების ინფორმაციით, ქალს მატარებელი მაშინ დაეჯახა, როდესაც ლიანდაგზე გადადიოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]