weather cur horoscope tv
თებერვალი 28, 2021

საქართველოში კორონავირუსის 1612 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 28 ადამიანი

11:38 ხუთშაბათი, 07 იანვარი 2021 hits 238

ბოლო 24 საათში, საქართველოს მასშტაბით კორონავირუსზე 15 492 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 1612 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 419 ინფიცირებული, ხოლო 28 გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1612 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 670, ხოლო რეგიონების მიხედვით შემდეგი მონაცემებია:

იმერეთი – 257

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 145

აჭარა – 118

შიდა ქართლი – 107

ქვემო ქართლი – 106

კახეთი – 85

მცხეთა-მთიანეთი – 56

გურია – 29

სამცხე-ჯავახეთი – 25

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

ამ ეტაპზე საქართველოში ინფიცირების 9076 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. აქედან 3898 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 742 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 4436 – ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საავადმყოფოში მყოფი 856 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი.

ამ დროისთვის თვითიზოლაციაშია 24 084 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 235 491 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 223 695, ხოლო 2694 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]