weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

გაგრაში ხანძარი სახლებს უახლოვდება

00:23 პარასკევი, 08 იანვარი 2021
ფოტო © facebook/abkhazialive ფოტო © facebook/abkhazialive

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრაში ტყის მასივი იწვის და ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება. როგორც ადგილობრივ მედიასთან სახანძრო-სამაშველო რაზმის უფროსმა, დავით ბგანბამ განაცხადა, ხანძარი სახლებიდან დაახლოებით 150 მეტრშია.

„იკავებთ პოზიციებს, რათა შევძლოთ სახლების დაცვა“, – განაცხადა მან დაახლოებით ერთი საათის წინ.

რუსული მედიის ცნობით, ხანძრის ადგილზე სამი სახანძრო მანქანა და თერთმეტი მაშველი მუშაობს.

გაგრის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბატალ ბერზენიამ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან ადგილობრივების ევაკუაციისთვის, თუმცა „ამ ეტაპზე ასეთი აუცილებლობა არ არსებობს“. ბერზენიას თქმით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

ბოლო დღეების განმავლობაში ხანძრები გაჩნდა გალისა და ოჩამჩირის რაიონებშიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]