weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

გორში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

17:58 შაბათი, 09 იანვარი 2021

გორში, კლინიკა „გორმედის“ რეანიმაციაში ექიმი-უროლოგი, 65 წლის მირიან არსაკიძე გარდაიცვალა. რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელის, ტატო ქაჯაიას განცხადებით, კლინიკაში შემოსვლისას ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა „საკმაოდ მძიმე“ იყო.

„კოვიდის დადასტურებული დიაგნოზით, ფილტვის უკიდურესად მძიმე დაზიანებით, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად, განვითარდა მარჯვენა ფილტვის პნევმოთორაქსი ფილტვის სრული ჩაფუშვით, გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, თუმცა, ფილტვის დაზიანება კვლავ მაქსიმუმით - 24 ქულით ფასდებოდა.

პაციენტი გადაყვანილი იქნა მართვითი სუნთქვის აპარატზე. კოვიდვირუსულ პნევმონიას თან დაერთო ფილტვის ბაქტერიული ინფიცირებაც, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გახდა სეპტიური შოკი“, – განაცხადა ტატო ჯიქიამ.

ბოლო მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 22 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყების შემდეგ ვირუსს 2750 ადამიანი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]