weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

უშბაზე დაკარგულ გერმანელ ტურისტებს მე-15 დღეა უშედეგოდ ეძებენ

19:29 სამშაბათი, 15 აგვისტო 2017

სვანეთში, მწვერვალ უშბაზე დაკარგული ორი გერმანელი ტურისტი, რომლებიც სავარაუდოდ მამა-შვილი არიან, ამ დრომდე ვერ იპოვეს. როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოებში განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს 6 თანამშრომელი ჩაერთო. ტურისტებს 4 ადგილობრივი სამთო მაშველიც ეძებს.

გერმანელი ტურისტები 1-ელ აგვისტოს დაიკარგნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ტურისტების დაკარგვასთან დაკავშირებით სააგენტოში შეტყობინება 8 აგვისტოს შევიდა. პირველ დღეს სამძებრო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს შვეულმფრენი მონაწილეობდა, თუმცა ზემოდან დათვალიერების შედეგად ტურისტების კვალს ვერ მიაგნეს. სააგენტოში აცხადებენ, რომ უცხოელი ტურისტებიც გამოიკითხნენ, მაგრამ დაკარგულების შესახებ არავინ არაფერი იცის.

სვანეთში მაშველები და ადგილობრივები მეათე დღეა ასევე ეძებენ 37 წლის ბორია ხარძიანს, რომელიც 6 აგვისტოს, სოფელ უშგულთან საკუთარი ავტომობილით ღრმა ხევში გადავარდა. მაშველებმა ავტომობილის წყლიდან ამოყვანა რამდენიმე საათში მოახერხეს, მძღოლს კი ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]