weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევიდან 196 თბილისშია, 84 – იმერეთში, 62 – აჭარაში

12:00 ორშაბათი, 11 იანვარი 2021

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსზე 7898 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 551 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 880 პაციენტი, ხოლო 23 გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 551 ახალი შემთხვევიდან თბილისში 196 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 84

აჭარა – 62

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 48

კახეთი – 41

მცხეთა-მთიანეთი – 41

ქვემო ქართლი – 24

სამცხე-ჯავახეთი – 23

შიდა ქართლი – 14

გურია – 13

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 10 743 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. 3929 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 722 მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 6092 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საავადმყოფოებში მოთავსებული 840 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 251 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

ამ ეტაპისთვის, საქართველოში თვითიზოლაციაშია 23 178 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 239 780 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 226 215 უკვე გამოჯანმრთელებულია, ხოლო 2796 გარდაცვლილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]