weather cur horoscope tv
იანვარი 24, 2021

მაღალმთიან აჭარაში, იმერეთსა და შიდა ქართლში უხვმა ნალექმა მოსახლეობა დააზარალა

16:15 სამშაბათი, 12 იანვარი 2021 hits 146

გუშინ და დღეს მოსულმა უხვმა ნალექმა, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში მდინარეების ადიდება და მეწყერული პროცესების განვითარება გამოიწვია. მაღალმთიან აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, ადიდებულმა მდინარემ წონიარისი-კანტაური-ტიბეთას საავტომობილო ხიდს ბურჯი გამოაცალა. შედეგად, სოფლებთან – აბუქეთასთან, კანტაურთან და ტიბეთთან მისვლა შემოვლითი გზით არის შესაძლებელი.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში ადიდებულმა მდინარემ დიდაჭარა-საციხური-გელაურის საავტომობილო გზა დააზიანა, რომლითაც ხუთი სოფელი სარგებლობდა.

უხვი ნალექის შედეგად მეწყერული პროცესები განვითარდა შუახევის მუნიციპალიტეტშიც - სოფელ ბრილში, საცხოვრებელ სახლებთან მიწის მასა ჩამოწვა. მცირე მეწყერები განვითარდა შიდა სასოფლო გზებზეც.

წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე სურამულამ სურამსა და ხაშურში ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატობორა. წყალი შევარდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებში. მდინარემ კალაპოტი შეიცვლა და სათბურების ნაწილი დატბორა, ნაწილი კი მთლიანად წაიღო.

უხვმა ნალექმა დააზარალა სამტრედიის, ხარაგაულის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებიც. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ადიდებულმა მდინარე ძირულამ დატბორა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები, ბორითის თემში წაიღო დროებითი სამანქანო ხიდი, მოვარდნილმა ღვარცოფებმა და მეწყერულმა წარმონაქმნებმა დააზიანა საუბნო გზები.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ბაშში, ათამდე საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლია დატბორილი. გარდა ამისა, მეწყერი ჩამოწვა კორმაღლის ადიმინისტრაციულ ერთეულში, ერთ-ერთი ადგილობრივის საკარმიდამო ნაკვეთში და როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ჩამოშლილი კლდის ქანი საცხოვრებელ სახლს საფრთხეს უქმნის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]