weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ზუგდიდის მერის წარმომადგენელი 15 000 დოლარის ქრთამის სახით აღების ბრალდებით დააკავეს

11:46 ოთხშაბათი, 13 იანვარი 2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ერგეტას (ცვანეს) ადმინისტრაციულ ერთეულში ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლებმა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულის სახელსა და გვარს არ ასახელებს, თუმცა, როგორც ზუგდიდის მერის მოადგილემ გვითხრა, ერგეტაში მერის წარმომადგენელი იოსებ ჯოჯუაა.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ მერის წარმომადგენელი მოქალაქეს, 65 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში მდებარე, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას დაპირდა.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, მოქალაქისგან აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი, 15 000 ამერიკული დოლარი, რა დროსაც ის დააკავეს“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

მათივე ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]