weather cur horoscope tv
იანვარი 24, 2021

საქართველოში კორონავირუსის 1618 ახალი შემთხვევა დადასტურდა

12:38 ოთხშაბათი, 13 იანვარი 2021 hits 100

ბოლო 24 საათში, საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსზე 19 438 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 1618 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 403-ით გაიზარდა, გარდაიცვალა კიდევ 26 პაციენტი.

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1618 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 750 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი - 234

აჭარა - 94

ქვემო ქართლი - 94

შიდა ქართლი - 103

გურია - 35

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 126

კახეთი - 102

მცხეთა-მთიანეთი - 44

სამცხე-ჯავახეთი - 29

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 12 772 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 3873 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს, 579 მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 8320 პირი კი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საავადმყოფოში მყოფი 816 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 242 იმყოფება.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 22 797 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსი სულ 243 255 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 227 611 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 2846 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]