weather cur horoscope tv
იანვარი 24, 2021

ჩინური ვაქცინის შემოტანას ამ ეტაპზე კატეგორიულად არ განვიხილავთ – ტიკარაძე

13:12 ოთხშაბათი, 13 იანვარი 2021 hits 157

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე კატეგორიულად არ განიხილავენ კორონავირუსის წინააღმდეგ ჩინური წარმოების ვაქცინის შემოტანას. როგორც ტიკარაძე ამბობს, ამ ვაქცინას ჯერჯერობით საკმარისი სანდოობა არ აქვს.

„ჩვენ ცალსახად ვსაუბრობთ „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებზე, ჩინურ ვაქცინას ამ პერიოდისთვის არ გააჩნია საკმარისი ინფორმაციული მასალა და სანდოობა, შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად არ განიხილავს ამ ეტაპისთვის ჩინური ვაქცინის შემოტანას“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მთავრობას „კოვაქს“ პლატფორმიდან უკვე აქვს მიღებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მზად არიან საქართველოს სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინა მიაწოდონ.

„ამ ეტაპზე საუბარია „ფაიზერის“ ვაქცინაზე, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში, „ფაიზერის“ ვაქცინას დაემატოს სხვა ვაქცინებიც, ამ შემთხვევაში, გვაქვს მოლოდინი, რომ „ასტრაზენეკაზე“ ხელმისაწვდომობაც გაუჩნდებათ ჩვენს მოქალაქეებს.

საქართველოს „კოვაქსის“ პლატფორმაზე გადახდილი აქვს მოსახლეობის ვაქცინაციისთვის საჭირო ვაქცინების რაოდენობის 25%, რაც 4 მილიონი დოლარია“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ვაქცინა პირველ რიგში მედიკოსებს გაუკეთდებათ: „საქართველოში ჩვენ არ გვყავს 100 000 მედიკოსი. აქედან გამომდინარე, შემოტანილი ვაქცინა პროპორციულად გადანაწილდება იმ საჭირო ჯგუფებზე, რომელიც შეთანხმებული იქნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან“.

რამდენიმე დღის წინ, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ორი ვაქცინის შემოტანა განიხილება, რომელთაგან ერთი AstraZeneca, ხოლო მეორე – ჩინური ვაქცინაა. ცერცვაძის აზრით, „ჩინური ვაქცინა ხელწამოსაკრავი არ იქნება“, Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების მიღება და გამოყენება კი საქართველოსთვის ხელსაყრელი არ არის, რადგან რთულ ლოჯისტიკასთან არის დაკავშირებული.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]